აქციას ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბოლნისიც შეუერთდა

0

10637873_756530341063482_1421347321_n,,მე ვგმობ ქალზე ძალადობას, შენ აკეთებ ამას?’’ ,, ქალების მიმართ სოლიდარობა ჩვენი ძალაა, ერთად დავგმოთ ძალადობა’’,  „სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ქალი ძალადობისგან“,  „ ქალები ვერთიანდებით ძალადობის წინააღმდეგ’’,  ასეთი  ლოზუნგებით ძალადობის წინააღმდეგ  საქართველოს მასშტაბით  გამართულ აქციას ბოლნისიც შეუერთდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ქალი და სამყარო’’ ინიციატივით ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის  სახლის წინ  საპროტესტო აქცია სახელწოდებით  ,,ქალზე ძალადობა დანაშაულია- შეაჩერე’’ მოეწყო, აქციას ქალაქ ბოლნისის № 5 საჯარო სკოლაც შეუერთდა. შეკრებილმა  საზოგადოებამ შესაბამის ორგანოებს კიდევ ერთხელ მოუწოდა მაქსიმალურად იქნას დაცული ქალთა და ზოგადად, ძალადობის მსხვერპლთა  უფლებები. აქციის წევრებმა პეტიციაც შეიმუშავეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის მეთაურს და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს გადაეგზავნება.  საპროტესტო აქციები ,,ქალთა მოძრაობის’’ ორგანიზებით საქართველოს  23   ქალაქში ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით  2014 წლის  ათი თვის მონაცემებით ოჯახური ძალადობის 410 შემთხვევა დარეგისტრირდა , აქედან  321 გაიხსნა. მიმდინარე წელს  დაფიქსირებულია ქალთა მკვლელობის 20-ზე  მეტი  შემთხვევა.

,,მსგავსი სახის აქციები საქართველოს მასშტაბით გაიმართა, რომელსაც ჩვენც გამოვეხმაურეთ. ბოლო დროს   გახშირდა ძალადობის ფაქტები. ამ ღონისძიებების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,  ვინაიდან ძალადობა არის ადამიანის უფლებების დარღვევა. სახელმწიფომ კი უნდა იზრუნოს საზოგადოების უსაფრთხოებაზე ,’’-  აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაციის,, ქალი და სამყაროს’’ წევრმა ქეთევან დადვანმა.


Share.

Comments are closed.