არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა’’თვითმმართველობის თემაზე ქვემო ქართლში შეხვედრებს მართავს

0

10808096_680590472055698_2140613724_n,,თვითმმართველობის დროა“ ფარგლებში  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ ქვემო ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი მექანიზმის შექმნის საკითხი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა. კერძოდ, შეხვედრაზე განიხილეს მოსახლეობის ჩართულობის დამატებითი ფორმების შექმნის საჭიროება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალის განსაზღვრა, მათი სტატუსი, შექმნის  წესი და სტრუქტურა.

შეხვედრა ინტერაქტიული იყო, მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და თავიანთი აზრი გამოთქვეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროა ახალი კანონის ფორმირებისას, მაგ: სოფლის საბჭოს საჭიროება; როგორ უნდა განისაზღვროს საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალი; როგორ უნდა დაკომპლექტდეს საზოგადოებრივი საბჭო და რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს მას, და სხვა.

ადგილობრივების განცხადებით, მსგავსი საბჭოები რამდენიმე სოფელში უკვე არსებობს, თუმცა ყველა მათგანი არაოფიციალურად არის ჩამოყალიბებული. იმ შემთხვევაში  თუ კანონით იქნება განსაზღვრული საბჭოს საქმიანობა, მათი მუშაობა უფრო ეფექტიანი გახდება, რადგან საბჭოს წევრებს და მის თავმჯდომარეს განსაზღვრული აქვს უფლებები, რომლის საშუალებითაც სხვადასხვა პრობლემის გადაჭრა უფრო შედეგიანი იქნება. მაგ: ახალი კანონის მიხედვით საზოგადოებრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელს უფლება ეძლევა დაესწროს საკრებულოს სხდომებს და მიიღოს მათ მუშაობაში მონაწილეობა; შეხვდეს გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს და ა.შ.

რევაზ ბარბაქაძე , არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას’’წარმომადგენელი:

აღნიშნული შეხვედრები იმართება პროექტის ” – თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა” – ფარგლებში, რომელსაც ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად  ახორციელებს. ფონდის ერთ-ერთი პარტნიორია ,,სიდა.“

პროექტის მიზანია მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობის ადამიანებთან კონსულტაციების გზით, გადაიხედოს მონაწილეობის დღეს არსებული  მექანიზმები და მომზადდეს „მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის“ შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში განსახილველად წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას.

,,სიდა“ მსგავს შეხვედრებს გარდაბნის, მარნეულის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებშიც გამართავს.

Share.

Comments are closed.