არასამთავრობოები ქვემო ქართლში ახალ პროექტს იწყებენ

0

10805450_678448462269899_832067927_nბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში პროექტის „საქართველოს მოქალაქეები ევროპაში, ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება“ გაიმართა, შეხვედრას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ესწრებოდნენ, პროექტი ევროკავშირის მიერ ნახევარი მილიონით დაფინანსდა, რომლის მიზანია ეთნიკური უმცირესობების  სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. პროექტის ორგანიზატორებმა საერთაშორისო ასოციაცია „კივიტა გეორგიკა“-ს და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორა“-ს წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს გააცვნეს ევროკავშირის  ასოცირების ხელშეკრულების ის ძირითადი კრიტერიუმები, რასაც ევროპა სთავაზობს საქართველოს. პროექტი ხორციელდება საქართველოს  ეთნიკურად დასახლებულ ორ საზღვრის პირა  მუნიციპალიტეტში, კერძოდ ქვემო ქართლში (ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) და სამცხე-ჯავახეთში (ნინოწმინდა, ახალციხე, ახალქალაქი) პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის შეხვედრები და ღონისძიებები გაიმართება, სადაც ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები, გამართავენ საპარლამენტო დებატებს,  მოეწყობა საზაფხულო სკოლები. ვიშეგრადის ქვეყნებიდან ჩამოვლენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და საქართველოში თავიანთ კოლეგებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს. ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას პროექტში ჩართვისკენ მოუწოდა. პრეზენტაციაზე შეირჩა 5 ადგილობრივი ელჩი, რომლებიც  აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.

„ვიშეგრადის ქვეყნების წარმომადგენლები ჩამოვლენ ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს გააცნობენ, თუ როგორ წარიმართა ევროინტეგრაციის პროცესი მათთან, რა შეიცვალა, რა სარგებელი ნახეს და რას უნდა ელოდნენ. ამის პარალელურად, ჩვენ ვიმუშავებთ ეთნიკურ უმცირესობებთან, რადგან ინფორმაცია მათ ენაზე ხელმისაწვდომი გახდეს.  პროექტის ფარგლებში მივაწვდით ინფორმაციას,  თუ რას ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულება და რას აკეთებს ამ კუთხით ჩვენი სახელმწიფო“. – აღნიშნა საერთშორისო ასოციაციის „კივიტა გეორგიკას“ ხელმძღვანელმა გიორგი მესხიძემ.


Share.

Comments are closed.