RMG Gold/RMG Copper-ის გარემოსდაცვითი აუდიტის ტექნიკური დავალების საჯარო განხილვა გაიმართა

0

10732670_10204914414000140_1506982159_oკომპანია RMG Gold/RMG Copper-ისა და სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფის მონაწილეობით, ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში მდებარე სამთო კომპანიის შპს RMG Gold/სს RMG Copper-ის გარემოსდაცვითი აუდიტის ტექნიკური დავალების საჯარო განხილვა გაიმართა.

აღნიშნული გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარება სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფისა და შპს RMG Gold/სს RMG Copper-ის მოლაპარაკების საფუძველზე დაიგეგმა და მისი მიზანია უზრუნველყოს RMG Gold/RMG Copper-ის ეკოლოგიური მაჩვენებლებისა და მათი საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობასა და საერთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის დამოუკიდებელი შეფასება.

აუდიტის ჩატარების მისაღები შედეგი იქნება ანგარიში, რომელშიც მოცემული იქნება კომპანიის მიერ სამთო მოპოვებითი საქმიანობის შედეგად გარემოზე ზეგავლენის ანალიზი და რეკომენდაციები.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ აუდიტის მსვლელობისა და მისი საბოლოო  მიზნების შესახებ. კომპანია RMG Gold/RMG Copper-ი  მზადყოფნას გამოთქვამს, გარემოსდაცვითი აუდიტის მიმდინარეობისას პროცესში აქტიურად იყოს ჩართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სხვა მარეგულირებელი სააგენტოები და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული ნაწილი.

აღნიშნულ აუდიტზე  ტენდერი სავარაუდოდ  ნოემბერში გამოცხადდება და მასში მონაწილეობას ნებისმიერი  გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანია შეძლებს.

ტენდერის გამოცხადებიდან 1 თვეში  მსურველი კომპანიები უკვე საკუთარ წინადადებებს  წარმოადგენენ, რომლებსაც სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფისა და შპს RMG Gold/სს RMG Copper-ის წარმომადგენლები ერთობლივად განიხილავენ და გამოავლენენ გამარჯვებულ კომპანიას.


Share.

Comments are closed.