RMG კაზრეთში ბავშვთა საფეხბურთო გუნდს დააფინანსებს

0

10468477_852460274764116_2220840657143692545_oკომპანია RMG 2014 წლის სექტემბრის თვიდან კაზრეთის ბავშვთა საფეხბურთო გუნდს დააფინანსებს. მათ შესაძლებლობა მიეცემათ, იასპარეზონ ტურნირებზე და ფინანსური დაბრკოლების გარეშე ჩაატარონ გასვლითი თამაშები. გუნდის მწვრთნელი ბახვა მოსეშვილი კომპანიის მხრიდან დროულ მხარდაჭერაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ასეთი სახის დახმარებით კიდევ უფრო მეტად გაძლიერდებიან მისი პატარა ფეხბურთელები და წინა წელთან შედარებით უკეთესს შედეგს აჩვენებენ.

„გვინდა RMG-ის გადავუხადოთ მადლობა ფინანსური მხარდაჭერისათვის. მათი დახმარებით შეგვეძლება ვიაროთ გასვლით თამაშებზე, გადავიხადოთ კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები, დროულად შევიძინოთ სპორტული ფორმა და ბურთები. Aაქტიურად ჩავებით ელიტ-ლიგის ტურნირზე, რომელიც სექტემბრის დასაწყისში დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ორი თამაში უკვე ჩავატარეთ. ჩემი პატარა ფეხბურთელების ტექნიკისა და ფიზიკური მონაცემების იმედი მაქვს, რომლებიც მაქსიმალურად იხარჯებიან წვრთნებზე, რომ დროულად ჩადგნენ ფორმაში. გასულ წელს კვარიათში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატზე სკოლბურთში კაზრეთის გუნდი ოთხეულში გავიდა. ხოლო ელიტ-ლიგაზე მეხუთე ადგილი დაიკავა. ვფიქრობ, რომ წელს უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.”


Share.

Comments are closed.