RMG-ის საჩუქარი კაზრეთელ კადეტებს

0

10636700_852459454764198_5385872195466656922_oკომპანია RMG-იმ დაბა კაზრეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდს საჭიდაო დარბაზში ცხელი წყლის სისტემა და საშხაპეები დაუმონტაჟა. კაზრეთელ კადეტებს კი ახალი სპორტული ფორმები და ციფრული ფოტოაპარატი შეუძინა.RMGის  ფინანსური მხარდაჭერით მოხდა ელგუჯა ბასილაშვილის შეგირდების გამგზავრება 19-22 სექტემბერს ხაშურის საერთაშორისო ტურნირზე. კომპანია წარმატებას უსურვებს მოჭიდავეებს და მსგავსი სახის საქველმოქმედო ღონისძიებების განხორციელებით სრულ მხარდაჭერას უცხადებს დაბაში სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების სტილის განვითარებასა და დამკვიდრებას.  

ელგუჯა ბასილაშვილი, მწვრთნელი:

„ჩემი ბიჭები ძალიან მონდომებულები და გახარებულები არიან, რომ კომპანია RMG თავისი საქველმოქმედო საქმიანობით მხარში გვიდგას. დარბაზში დაგვიმონტაჟეს ცხელი წყლის სისტემა, რაც ვარჯიშის პერიოდში ძალიან წაადგებათ, ეს კი მათი მომზადების დონეზე აისახება. კომპანიამ ასევე შეგვიძინა ციფრული ფოტოაპარატი, რომელიც დაგვეხმარება ტურნირზე მონაწილეობისას ჩემი კადეტების შეცდომები დავაფიქსიროთ და მოგვიანებით მათ გამოსწორებაზე ვიმუშაოთ. გუნდისა და მშობლების სახელით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო RMG-ის და იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ კვლავ გაგრძელდება მათი მხარდაჭერა. ჩვენ კი ტურნირებზე წარმატებული გამოსვლებით შევეცდებით მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენოთ.”

ნატალი ნოზაძე, კომპანია RMG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი:

„რამდენიმე თვის წინ ელგუჯა ბასილაშვილმა, რომელიც ჩვენი კომპანიის თანამშრომელია და პარალელურად თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ავარჯიშებს ბავშვებს, მოგვმართა თხოვნით. ჩვენ ვესტუმრეთ საჭიდაო დარბაზს, მოვისმინეთ მათი პრობლემები და პირობების გაუმჯობესებასა და თანადგომას დავპირდით. ამ ეტაპზე, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით, საჭიდაო დარბაზში მოეწყო საშხაპეები და დამონტაჟდა 3 თერმექსის წყლის გამათბობელი. ვარჯიშიდან გამოსული ბავშვები ცხელ შხაპს მიიღებენ და სახლში უკვე მოწესრიგებულები დაბრუნდებიან. ასევე სისტემატურად ვაფინანსებთ ელგუჯა ბასილაშვილის კადეტებს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად. ბათუმის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ზაფხულში გაიმართა, ბაჩუკი ავალიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და ასახელა კაზრეთი.”

წყალო: RMG სიახლეები


Share.

Comments are closed.