17-19 ოქტომბერს გაიმართება ღია პირველობა ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში

0

DSC_011217-19 ოქტომბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი მასპინძლობს თენგიზ და ამბროსი მაისურაძეების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღია პირველობას ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში (1998-2000, 2001-2003 წლებში დაბადებულთა შორის).

ღია პირველობაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონალური გუნდები იმერეთიდან, თბილისიდან, რუსთავიდან, დმანისიდან და მარნეულიდან.

შეჯიბრი დაიწყება 18 ოქტომბერს 12 საათზე, ხოლო 14 საათზე კი ჩატარდება ტურნირის საზეიმო გახსნა.


Share.

Comments are closed.