წითელი ჯვრის კვირეული გრძელდება

0

10714603_654770974637648_2126712022_nსაქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბოლნისის ფილიალის წარმომადგენლებმა „ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღე“ მოხუცებს მიულოცეს, კულტურის სახლის წინ მოხალისეებთან და ბენეფიციარებთან ერთად ცოცხალი წრე შექმნეს და ამით თვალსაჩინო გახადეს კვირეულის დევიზი  „ერთად უკეთესი მომავლისკენ“.

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ანსამბლეამ გამოაცხადა. გაეროს პრინციპია სრულყოფილი გახადოს ხანშიშესული ადამიანების ცხოვრება და ხანდაზმული ადამიანების მიერ საზოგადოების ცხოვრებაში შეტანილი წვლილის შეფასებით, მოუწოდებს მთავრობებს ჩართონ ისინი ეროვნულ პროგრამებში. ეს დღე – საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 სექტემბრის №467  ბრძანების თანახმად ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღედ არის გამოცხადებული.

კვირეულის ფარგლებში ბენეფიციარებს ჩაუტარდათ უფასო გამოკვლევა,  პედიატრმა ციური ციხელაშვილმა  გასინჯა მოხუცები, მოხალისეებმა  ქუჩაში  საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს  პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ.

10721093_654771267970952_974457232_n

Share.

Comments are closed.