ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,სიონმა“ 60 წლის იუბილე იზეიმა

0

10749197_741597499223433_1512446854_nბოლნისის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,სიონს“ მისივე დამფუძნებლის, მერაბ ტოგონიძის სახელი მიენიჭება. აღნიშნული ინფორმაცია ანსამბლის საიუბილეო საღამოზე გაჟღერდა რასაც დარბაზიდან მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა.

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,სიონს“ მისივე დამფუძნებლის, ღვაწლმოსილი ქორეოგრაფის, ბატონი მერაბ ტოგონიძის სახელი მიენიჭება.  ეს ადამიანი არის ნამდვილი კოლორიტი, ჩვენი ვალია დავაფასოთ ის ღვაწლი რომელიც მას მიუძღვის არა მარტო ანსამბლ ,,სიონის“, არამედ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქართული, ეროვნული ქორეოგრაფიის დაფუძნებასა და განვითარებაში. ვულოცავ ამ ლამაზ დღესასწაულს ანსამბლს და ვუსურვებ წარმატებებს. კიდევ მრავალი და მრავალი თაობა აღეზარდოს ანსამბლ ,,სიონს“ “. – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა კობა ჟღენტმა.

გარდა ამ სიურპრიზისა ანსამბლმა სტუმრებისგან მრავალი მილოცვა და ჯილდო მიიღო. ქვემო ქართლის ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის გადაწყვეტილებით ბესო ტოგონიძეს ქორეოგრაფიის ამაგდარის წოდება მიენიჭა და შესაბამისი მედლითაც დაჯილდოვდა.

,,ქვემო ქართლში ჩვენს მიერ მოწყობილ არცერთ ფესტივალს არ დაკლებია ანსამბლი ,,სიონი“. ყოველთვის თვალს ვადევნებ მათ შემოქმედებას, მომწონს ანსამბლის თითოეული წევრი. ძალიან კარგები არიან და სხვანაირად შეუძლებელიცაა, რადგანაც მათ ყავთ არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი ბატონი ბესო ტოგონიძის სახით. ვულოცავ ანსამბლს 60 წლის იუბილეს და ვუსურვებ პროფესიულ წინსვლას. ჩვენი ინიციატივით ბესოს მიენიჭება ქორეოგრაფიის ამაგდარის წოდება,“ – აღნიშნა ქვემო ქართლის ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ ნოდარ აბულაძემ.

,,დაბნეული და ემოციებით სავსე ვარ, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის, მადლობა ყველას.“ – განაცხადა  ანსამბლ ,,სიონი“-ს ხელმძღვანელმა.

საიუბილეო კონცერტზე ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,სიონი“ შვიდი ნომრით წარსდგა მაყურებლის წინაშე. ღონისძიებას თავისი მრავალხმიანობით ალამაზებდა ბოლნისის ფოლკლორული ანსამბლი ,,სიონი“.  წამყვანებმა ისაუბრეს იუბილარი ანსამბლის მიღწევებზე, გაიხსენეს მისი პირველი თაობა, რომელთაგანაც უმეტესობა გარდაცვლილია, დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას. საიუბილეო საღამო  ფოლკლორული ანსამბლის მიერ შესრულებული მრავალჟამიერით დასრულდა. კონცერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ქვემო ქართლის ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე, მოწვეული და ადგილობრივი ქორეოგრაფები და ბოლნისის საზოგადოება ესწრებოდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „სიონი“ 1955 წელს ქორეოგრაფმა მერაბ ტოგონიძემ ჩამოაყალიბა და მრავალი წელი ხელმძღვანელობდა მას. 1989 წლიდან კი „სიონს“ სათავეში ჩაუდგა მისი შვილი ბესიკ ტოგონიძე. „წლების მანძილზე ვცეკვავდი „ერისიონში“ და პარალელურად ვეხმარებოდი მამას ბოლნისის ანსამბლში, რომელიც შემდეგ მე გადმომაბარა. უამრავი თაობაა აღზრდილი ჩვენს ხელში, რომლებიც დღესდღეობით სხვადასხვა პროფესიონალურ ანსამბლებში ცეკვავენ, რაც ძალიან მეამაყება. მთელი სულით და გულით ვარ ჩართული ანსამბლში. ვცდილობ ღირსეულად გავაგრძელო მამის დაწყებული საქმე. ეს პროფესია გენეტიკურია, რომლის გარეშეც არ შემიძლია. ძალიან აღელვებული ვარ, დღეს ანსამბლი სრული შემადგენლობით წარსდგა მაყურებლის წინაშე, მათ შორის არიან ბავშვები, რომლებიც პირველად გამოვიდნენ ფართო აუდიტორიის წინაშე, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მივიღეთ უამრავი მილოცვა, ჯილდოები რაზეც ძალიან მადლობელი ვარ.“ _ აღნიშნა ანსამბლ „სიონის“ ხელმძღვანელმა ბესიკ ტოგონიძემ.

ქორეოგრაფიული ანსამბლი „სიონი“ დაარსებიდან დღემდე წარმატებით მოღვაწეობს. მას მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო და რესპუბლიკურ  ფესტივალებში, სადაც დამსახურებულად მოიპოვა სხვადასხვა სახის ჯილდოები, სიგელები, მედლები, თასები და ფასიანი საჩუქრები. ანსამბლმა წარმატებით იმოგზაურა საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, მაკედონიაში, ბულგარეთში, პოლონეთში, ფინეთში, კიევში, რუმინეთში, თურქეთში, ანტალიასა და ალანიაში. პატარა მოცეკვავეებით ჩამოყალიბებული ანსამბლის ახალი თაობა კი ახალი შემართებით იწყებს დიდ სცენაზე გასვლას. მათ უკვე არაერთ ფესტივალსა თუ ღონისძიებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. ასევე წარმატებით იმოგზაურეს ანტალიასა და ალანიაში. მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლს მოძველებული ფორმები და ინსტრუმენტები აქვს, მისი ხელმძღვანელი დაუღალავად შრომობს და ანსამბლთან დაკავშირებით სამომავლოდ დიდ გეგმებს სახავს.

ნინო კარგარეთელი

 

10736165_741597552556761_50842595_n 10748707_741597322556784_34041336_n 10748999_741597755890074_1863965898_n 10743497_741598265890023_1507788299_n 10743277_741597179223465_1427938613_n 10736254_741584975891352_884097594_o 10736138_741598659223317_438007785_n 10736138_741598199223363_1533122161_n 10736084_741597265890123_2066134552_n 10732667_741584932558023_1507819129_o 10582296_741584549224728_1449976213_o 10738074_741584949224688_1078578821_o 10742819_741585065891343_47735532_o

 


Share.

Comments are closed.