ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში საცხოვრებელ კორპუსებს დაზიანებული სახურავები შეეცვლებათ

0

imagesქალაქ ბოლნისში, აღმაშენებლის №41, 57 და სულხან-საბა ორბელიანის 185-ე საცხოვრებელ კორპუსებს მოსახლეობის თხოვნით სახურავები შეეცვლებათ. გარდა ამისა  დაბა კაზრეთში გადაიხურება 107-ე კორპუსი. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 130 000 ლარი გამოიყოფა.

„ეს კორპუსები მრავალი ათეული წლის წინაა გადახურული, რომელიც უკვე დიდი ხანია გამოვიდა მწყობრიდან და სასწრაფოდ საჭიროებს შეცვლას. მოსახლეობამ არაერთხელ მოგვმართა თხოვნით, რადგანაც სახურავებიდან ჩასული წვიმის წყალი აზიანებს კედლებს. ამიტომ უახლოეს მომავალში ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაიწყებს კორპუსების სახურავების განახლებას“. – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ გობეჯიშვილმა.


Share.

Comments are closed.