ტურნირი მინი ფეხბურთში გრძელდება

0

5მეშვიდე დღეა მიმდინარეობს ტურნირი მინი ფეხბურთში, რომლის ფარგლებში უკვე რვა შეხვედრა ჩატარდა. მიღებული შედეგები კი ასეთია:

„რატევანი“ – „თაფნის საპარაშუტე“ 1:2

„იბერია“ – „ხაჩინი“ 10:2

„ჩოლოყაშვილი“ – „კომისარიატი“ 6:2

„რაჭისუბანი“ – „ბალიჭი“ 3:2

„ორბი“ – „XIII რაიონი“ 8:1

„კაზრეთი“  – „ნახიდური“ 12:2

„სპორტსკოლა“ – „გამგეობა“ 3:2

„სიონი 85“ – „თამარისი“ 9:1

მინი ფეხბურთის ტურნირი ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი  კომპლექსის ორგანიზებით ტარდება, რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაკარგული და დაღუპული ბოლნისელი ახალგაზრდების ხსოვნას ეძღვნება. მინი ფეხბურთი ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციების, სოფლებისა და უბნების წარმომადგენელებით დაკომპლექტებული 16 გუნდი მონაწილეობს. ტურნირი  გრძელდება და 10 ოქტომბერს ფინალური შეხვედრით დასრულდება. გამარჯვებული გუნდები შესაბამისი მედლებით, დიპლომებითა და თასით დაჯილდოვდებიან.


Share.

Comments are closed.