სოფელ ტალავერში აზერბაიჯანელ გოგონებს საინფორმაციო სახის სემინარი ჩაუტარდათ

0

10728947_287628604771702_99198903_nგოგონების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა შეხვედრა ტალავერის საჯარო სკოლაში. შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენლმა ქვემო ქართლში და არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გოგონებს ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ისაუბრეს ოჯახში არსეუილ ძალადობის ფაქტებზე. გააცნეს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი უახლოეს მომოვალში განიხილავს. კოდექსში გაჩნდება ცალკე მუხლი – იძულებით ქორწინება ადრეულ ასაკში კანონით დაიჯება. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოში მეშვიდედან მეცხრე კლასის ჩათვლით, სწავლა გათხოვების გამო 7000 გოგონამ მიატოვა.

,,ავირჩიეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა – ადრეულ ასაკში ქორწინება. ხშირად მოვაწყობთ მსგავს თემებზე შეხვედრას. გოგონების მხარდასაჭერად დავგეგმავთ ერთობლივ პროექტებს, მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, რომ ადრეულ ასაკში ქორწინებით ირღვევა მოზარდების უფლება, ეს კი კაანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. სახელმწიფო პროგრამები მოემსახურება იმას, რომ საზოგადოებამდე მივიდეს სწორი ინფორმაცია. შეხვედრების  მიზანი ერთია, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინებას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, გარდა იმისა რომ მათ განათლების საშუალება აღარ ეძლევათ, ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც საზიანოა, შეიძლება ეს ტრადიციაა, მაგრამ ამით ბავშვის უფლება ირღვევა’’-აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის’’ ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ

დილარა ალიქბეროვა, მშობელი:

– ხშირია შემთხვევები რომ მერვე კლასში უკვე ვეღარ ნახავთ გოგონებს, რადგან ადრეულ ასაკში თხოვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავისი სურვილით აკეთებენ ამას, არ აქვთ გაცნობიერებული რა არის ოჯახი, რა თქმა უნდა ირღვევა მათი უფლებები, ამიტომ კარგია ასეთი სახის შეხვედრები და საუბრები.


Share.

Comments are closed.