საშემოდგომო გაწვევის შემდგომი ეტაპი იწყება

0

10484751_657725837675495_1785296958_nბოლნისის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, მუნიციპალიტეტის სამმართველოს და საგანმანათლებლო რესურსცენტრის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩამოყალიბდა კომისია, რომელიც საშემოდგომო გაწვევაზე ახალგაზრდებს შეარჩევს.

„საშემოდგომო გაწვევის შემდგომი ეტაპი 10 ოქტომბერს იწყება, 15 დეკემბრამდე ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 17-28 წლამდე ასაკის  42 წვევამდელი უნდა ჩაირიცხოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში. დღევანდელი კომისია სწორედ ამ კუთხით იმუშავებს. მოიძიებს ინფორმაციას, თუ ვინ არის ასაკობრივად ჯარში გასაწვევი და ვის ეკუთვნის გადავადება სხვადასხვა მიზეზის გამო“. –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა მევლუდ ბარლიანმა.


Share.

Comments are closed.