სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

0
10649043_1569739459915975_2040558662459719165_oდღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო – რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შედგა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი რამინ ისმაილოვი. 

საბჭოს სხდომაზე ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის, მუნიციპალიტეტების გამგებლების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების მიერ მოწონებულ იქნა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულება. საქართველოს რეგიონული განვითარების და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი წაკაძემ, ასევე თვითმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის სამმართველოს უფროსმა ოთარ კონჟარიამ წარმოადგინეს ქვემო ქართლის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მეთოდოლოგია. საბჭოს სხდომაზე გადაწყდა ასევე მუნიციპალიტეტებში დარგობრივი სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომლებსაც უშუალოდ დაევალათ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოში წარმომადგენლების გამოყოფა და შესაბამისი პროექტების წარმოდგენა.

 

 


Share.

Comments are closed.