რა ბედი ელის დევნილებისთვის განკუთვნილ დასაწყობებულ ნივთებს

0

IMG_6803სოფელ ფოლადაურში, ხის კოტეჯებში საინტერესო ნივთების საწყობებია აღმოჩენილი. ათობით გასაშლელი საწოლი, რკინის კონსტრუქციის კარვები, მაცივრები, გამათბობლები, კარადები და სხვა, – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთებისა, რომლებიც სოფელ ფოლადაურში მდებარე ყოფილი ბანაკის კოტეჯებშია დასაწყობებული. შეგახსენებთ, რომ 2008 წელს იმდროინდელმა ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ, აღნიშნულ სოფელში მდებარე შვიდი კოტეჯი შეარემონტა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი დევნილები უნდა შესახლებულიყვნენ. სწორედ ამ ადამიანებისთვის გამოყო ლტოლვილთა და განსახლების   სამინისტრომ პირველადი აუცილებელი ნივთები, რაც 2008 წლის 5 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით მტკიცდება.
დოკუმენტში ვკითხულობთ: „50-მდე სხვადასხვა დანიშნულების საკვები და საოჯახო გამოყენების ნივთი, მათ შორის მაცივრები, გამათბობლები და საწოლები დევნილებისთვის გადასაცემად ბარდება ბოლნისის მუნიციპალიტეტს“. რატომ ვერ მოხერხდა ექვსი წლის მანძილზე  დევნილებისთვის გადაცემა და რა ბედი ელის დასაწყობებულ ნივთებს, აღნიშნულ კითხვებს დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა უპასუხა:

„ტვირთის ბედი გარკვეულია და მალე დარიგდება. ამდენ ხანს არ არსებობდა რეალური მეპატრონე. ჩვენს საწყობებში ინახებოდა, მაგრამ არ იყო დოკუმენტში მითითებული, საიდან შემოვიდა და ვის მფლობელობაში იყო აღნიშნული ტვირთი. ამიტომ ვერ დავარიგებდით. დღეს უკვე ჩვენს ბალანსზეა, რაღაც ნაწილი  გაფუჭებული და გამოუსადეგარია, თუმცა არის ისეთი ნივთები,  რაც ბევრ ადამიანს გამოადგება. ძალიან მალე სამინისტრო ამ ყველაფერს დაარიგებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტს რაც დასჭირდება, ბუნებრივია მათაც გადაეცემათ.“

Share.

Comments are closed.