პარტნიორმა ორგანიზაციებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს

0

10508500_657671014347644_2081592303_nსაქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბოლნისის ფილიალმა პარტნიორებთან შეხვედრა მოაწყო, რომელსაც ბოლნისის ადგილობრივი ხელისუფლება, კომპანია RMG-ისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგნელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დღის ცენტრის ხელმძღვანელმა ფილიალის მიერ გაწეულ საქმიანობაზე,  მიღებულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. სოციალური პროექტის სასიცოცხლო მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბოლნისის ადგილობრივი ხელისუფლება 2012 წლიდან ახორციელებს თანამონაწილეობით ფინანსურ მხარდაჭერას, ხოლო კომპანია RMG  წელს შემოუერთდა. შეხვედრაზე განხილული იქნა პარტნიორთა შემდგომი თანამონაწილეობა და ურთიერთობების განვითარება დაუცველ მოსახლეობაზე, ხანდაზმულებზე ზრუნვის თვალსაზრისით.

„მოხარული ვარ, რომ დღეს მუნიციპალიტეტის სახელით დავესწარი ამ შეხვედრას. მივესალმები წითელი ჯვრის მიერ დაგეგმილ პროექტებს და ყოველივე იმას, რასაც ისინი წლების განმავლობაში აკეთებდნენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და ნებისმიერი ხელისუფალი მოწადინებულია  თავისი ამომრჩეველი, ანუ ადგილობრივი მოსახლეობა, კმაყოფილი ჰყავდეს. აქედან გამომდინარე, ეს იქნება წითელი ჯვარი თუ რომელიმე სხვა საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც სურვილს გამოთქვამს გარკვეული კუთხით იზრუნოს მოქალაქეებზე, ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ მათთან. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ წითელი ჯვრის მიერ განხორციელებული პროგრამები ძირითადად მიმართულია მოხუცებზე, გაჭირვებულებსა და ამავდროულად ბავშვებზე. ამ კატეგორიების ერთმანეთთან დაკავშირება მიმაჩნია, რომ ყველაზე დადებითი მხარეა, რამეთუ ბავშვი თავიდანვე ეჩვევა იმ უნარჩვევებს, რაც ჩვენ ტრადიციულად მოგვდგამს, ეს არის მოხუცის პატივისცემა. ბავშვი, რომელიც ასეთი შეგნებით იზრდება,  აუცილებლად ჩამოყალიბდება დადებით პიროვნებად, რომელსაც ექნება გარკვეული ვალდებულებები და მოვალეობები მოხუცებისა და მათი მომავლის წინაშე. მინდა გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაში შეკრებილია ისეთი გუნდი, რომელიც იზრუნებს მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ამიტომ ის დაპირებები, რაც იყო წინასაარჩევნოდ, აუცილებლად შესრულდება. მზად ვართ მივესალმოთ და მხარი დავუჭიროთ ყველა კარგ წამოწყებას, რომელიც მოსახლეობაზე დადებითად აისახება“. – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვალია ნავერიანმა.

2011 წელს საქართველოს წითელ ჯვარსა და ბოლნისის ადგილობრივ თვითმმართველობას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რის საფუძველზეც მოხდა შეთანხმება, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში წითელი ჯვრის ეგიდით დაარსდებოდა ხანდაზმულთა დღის ცენტრი. ცენტრისთვის  ფართი ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოყო, ხოლო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და მისი საერთაშორისო პარტნიორების თაოსნობით მოხდა შენობის გარემონტება და შემდგომი აღჭურვა. ცენტრში 50-მდე ბენეფიციარია, ხორციელდება პროექტი „ვიმოქმედოთ ერთად“, რაც ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ხანდაზმულების მეგობრულ ურთიერთობას ასახავს. ფილიალში ასევე მოქმედებს სხვადასხვა სერვისები.

 


Share.

Comments are closed.