მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ობიექტები მოინახულა

0

10744786_667045176743561_1160159298_nადგილობრივმა ხელმძღვანელობამ რამდენიმე ობიექტი მოინახულა, რომელიც 2014 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გაკეთდა. დაბა კაზრეთში კეთილმოეწყო სამი სკვერი, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე წლის წინ მოხდა. სკვერში მოსახლეობის მოთხოვნით განახლდა სკამები, დამონტაჟდა ლამპიონები, რამდენიმე ადგილზე აღდგა და დაიგო დაზიანებული ქვაფენილი. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სოფელ კიანეთშიც მივიდნენ. აქ წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდა. დაიგო 80 სანტიმეტრიანი მონაკვეთის ასფალტ-ბეტონის საფარი, აღნიშნული სამუშაო შპს „გზამშენმა“ განახორციელა.  სოფელ მუშევანში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გაკეთებული რიტუალების სახლი დაათვალიერეს, სადაც გასულ წელს მარტივი კონსტრუქცია მოეწყო, წელს  ამოშენდა კედლები, დაიგო ბეტონის საფარი და ჩაისვა მეტალო-პლასტმასის ფანჯრები. სამუშაოების მეორე ეტაპი, მომავალი წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით განხორციელდება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ მონახულებულ ობიექტებს გავლილი აქვთ ექსპერტიზა.

2014 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 1. 348 976 ლარი იყო გამოყოფილი, რომლითაც 53 სოფელში მოსახლეობის მოთხოვნით სხვადასხვა პრობლემური საკითხები მოგვარდა.


Share.

Comments are closed.