მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1750 ფოთლოვანი ჯიშის ნერგი დაირგვება

0

10743566_667101526737926_1314601740_nადგილობრივი ხელმძღვანელობა დღეს გამწვანების აქციას შეუერთდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის „მწვანე მომავალი“ მეორე ეტაპი დაიწყო. ე.წ. ანდრეევკის დასახლებაში, შემოღობილ ტერიტორიაზე 600 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ნერგი დაირგო. აქცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდა. 1750 ნერგი ზედამხედველობის სამსახურში შექმნილი მობილური ჯგუფის მიერ შერჩეულ სხვადასხვა ტერიტორიაზე დაირგვება. გამწვანების აქციაში მუნიციპალიტეტის გამგებელმა და პირველმა მოადგილემ მიიღეს მონაწილეობა. მათი აღნიშვნით ნერგების გასახარებლად წვეთოვანი სისტემა დამონტაჟდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა „მწვანე მომავალი“ საქართველოს მასშტაბით გაზაფხულიდან ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაზაფხულზე 3500 ნერგი დაირგო.

„ბოლნისი პრემიერის ინიციატივით დაწყებულ აქციას შეუერთდა.  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1750 სხვადასხვა ფოთლოვანი ჯიშის ნერგი დაირგვება. ყველა სამსახურს ვალდებულება აქვს აღებული კონკრეტულ ფართობზე, ნერგების მოვლა-პატრონობაზე. ბოლნისი გარშემორტყმულია ბუჩქოვანი ფერდობებით, გარემოს შესაცვლელად  ამ ადგილებზე ტყის ნარგავები უნდა გავაშენოთ. ჩვენ მომავალშიც შევუერთდებით მსგავსი სახის აქციას,  შედეგს კი უახლოეს მომავალში ვიხილავთ“. – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

10743672_667101470071265_1360278043_n

Share.

Comments are closed.