24 ოქტომბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდება. გოგი მეშველიანი ახალგაზრდებისგან იდეებსა და მოსაზრებებს მოისმენს მუნიციპალიტეტის განვითარებასა და ახალგაზრდობის პრობლემებთან დაკავშირებით.
დასწრების მსურველ ახალგაზრდებს შეხედულებები, კონკრეტული იდეები და მოსაზრებები შეეძლოთ ერთი კვირის განმავლობაში გააეგზავნათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურიში. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება.
მეშველიანი ახალგაზრდა სტუმრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში 16 საათიდან უმასპინძლებს.