მუნიციპალიტეტის გამგებელი მოქალაქეთა მიღებას აგრძელებს

0

gamgeblis migeba1ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ყოველი სამშაბათი ხალხის სიმრავლით გამოირჩევა, ამ დღეს მუნიციპალიტეტის ახალი ხელმძღვანელი მოქალაქეებს პირადად ხვდება. საკუთარ კაბინეტში თითოეული მათგანის პრობლემებს ისმენს, ინიშნავს და იწყებს მათი გადაჭრის გზების ძიებას. გოგი მეშველიანმა მოქალაქეების მიღება თანამდებობის დაკავებისთანავე დაიწყო, ამ დრომდე დაახლოებით 350-მდე ადამიანი მიიღო და შეძლებისდაგვარად გაუწია მათ დახმარება.

„ყოველი კვირის სამშაბათს, დაახლოებით ორმოცამდე მოქალაქეს ღებულობს გამგებელი. ისინი წინასწარ ეწერებიან, ჩემთან გასაუბრების შემდეგ ვინიშნავ მათ პრობლემებს, ძირითადად ერთჯერად მატერიალური დახმარების თაობაზე და დასაქმების საკითხზე მოდიან მოქალაქეები, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც საერთო პრობლემა აწუხებთ. არის ისეთი საკითხებიც, რომელსაც გამგეობის სამსახურის დახმარებით, გამგებლის ჩარევის გარეშე ვაგვარებთ. მიღებაზე მოსულ მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად გაეწიათ დახმარებები, მდგომარეობისა და სტატუსის შესაბამისად გაიცა მათზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება, ასევე დასაქმდა რამდენიმე ადამიანიც“. – აღნიშნა გამგებლის თანაშემწემ მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებში გია ავქოფაშვილმა.

Share.

Comments are closed.