მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

0

5მინი ფეხბურთი საზეიმო ვითარებაში, ფინალური შეხვედრითა და გამარჯვებული გუნდების დაჯილდოებით დასრულდა.

I ადგილი კაზრეთის გუნდმა დაიკავა, II ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გუნდი „ორბელი“ გავიდა, III ადგილი კი დისველის საპარაშუტე-სადესანტო სკოლის გუნდს ხვდა წილად.

გამარჯვებული გუნდები დიპლომებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

გარდა ამისა, ტურნირის დასასრულს გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები სხვადასხვა ნომინაციებში:

მცველი – ირაკლი კაპოსნიძე;

ფეხბურთელი – ირაკლი ხიზანიშვილი;

მწვრთნელი – კობა ქობულაძე;

ბომბარდირი – ლევან ფოლადიშვილი;

თავდამსხმელი – იური ჯაგიდისი.

მინი ფეხბურთის ტურნირი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ინიციატივით ჩატარდა, რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაკარგული და დაღუპული ბოლნისელი ახალგაზრდების ხსოვნას ეძღვნებოდა. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და მასში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციების, სოფლებისა და უბნების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული 16 გუნდი მონაწილეობდა.


Share.

Comments are closed.