კულტურის სახლის სახურავის რეაბილიტაცია უახლოეს ხანში დაიწყება

0

10714869_657784987669580_207753758_nგასულ წელს, კულტურის სახლს  სახურავი ძლიერმა ქარმა გადახადა და დააზიანა, რომელიც მალევე აღადგინეს, მაგრამ 2014 წლის გაზაფხულზე, ძლიერი წვიმების დროს კედლებზე წყალმა იწყო ჩამოსვლა. კულტურის სახლის ადმინისტრაციამ დროულად მოახდინა რეაგირება და მდგომარეობა სპეციალისტებს გააცნო, რის შედეგადაც გაირკვა,  რომ საწვიმარი მილები იყო გაჭედილი. 6 ოქტომბრის საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა პრობლემის სასწრაფოდ მოგვარების საკითხი და თანხაც გამოიყო. მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საკრებულოსაგან გამარტივებული  შესყიდვის თაობაზე თანხმობა ითხოვა. 

„არაერთხელ მივმართეთ გამგეობას, რომ საწვიმარი მილები გაეწმინდათ, რადგან წვიმის დროს საშინელი მდგომარეობაა კულტურის სახლის შენობაში. დაზიანებულია კედლები, ჭერი, იატაკი, ცეკვის დარბაზის გასახდელში ჩამოინგრა კედელი. მალევე თუ არ მოგვარდა ეს პრობლემა, შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს“. – აღნიშნა კულტურის სახლის მენეჯერმა მზევინარ ხომასურიძემ.

„კულტურის სახლის სახურავის რეაბილიტაცია სასწრაფოდაა დასაწყები,  რადგან დაზიანებულია კედლები, იატაკი, ჭერი, ჩამოდის წვიმა და არსებული მდგომარეობა მძიმეა. ამისათვის გამოყოფილია 5 500 ლარი, პროექტისთვის კი 200 ლარი და მიმდინარე წელს აღნიშნული სამუშაოები აუცილებლად დასრულდება“. – აღნიშნა bolnisi.ge-თან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ გიბეჯიშვილმა. 10719062_657785247669554_342006062_n 10719289_657785494336196_1059347012_n 10721232_657785114336234_1117636784_n

 

 


Share.

Comments are closed.