კომპანია RMG-იმ ბოლნისის წითელი ჯვრის ფილიალში ცენტრალური გათბობა დაამონტაჟა

0

10719160_657670917680987_64448458_nსაქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბოლნისის ფილიალში კომპანია RMG-იმ ხანდაზმულებისთვის თბილი გარემოს ხელშეწყობის მიზნით ცენტრალური გათბობის სისტემა დაამონტაჟა.

ხანდაზმულთა დღის ცენტრი წითელი ჯვრის ეგიდით და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ფუნქციონირებს და ყოველდღიურად საშუალოდ 30-მდე ბენეფიციარი სტუმრობს. ცენტრში მისულ მოხუცებს გართობისა და სხვადასხვა ხელსაქმის გარდა, პროექტის საშუალებით ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაციის შესაძლებლობაა აქვთ. წლების მანძილზე ცენტრში პრობლემას გათბობის არქონა წარმოადგენდა, მხოლოდ ერთი ოთახი თბებოდა, სადაც მთელ დღეს ატარებდნენ მოხუცები.

ნატალი ნოზაძე, კომპანია RMG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი:

– როგორც ჩვენი კომპანიისთვის არის ცნობილი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დღის ცენტრი ბოლნისის მუნიციპალიტეტში 250-მდე ხანდაზმულს ემსახურება. მიუხედავად გარკვეული მხარდაჭერისა, რომელსაც დღის ცენტრი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებს, ხანდაზმულებს მაინც სჭირდებათ მუდმივი თანადგომა და ყურადღება. სწორედ ამიტომ, კომპანია RMG-იმ მოახლოებული ზამთრისთვის შენობაში ცენტრალური გათბობის სისტემა დაამონტაჟა, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მიერ შექმნილი ეს მცირედი კომფორტი,  უფრო ღირსეულ გარემოს შეუქმნის ცენტრის ბენეფიციარებს. ეს არ იქნება მხოლოდ ერთჯერადი აქცია და ჩვენი კომპანია მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას.

ქეთო კენჭოშვილი, ბენეფიციარი:

– აქ თბილი გარემოა, გვაქვს გართობის საშუალებები. ვთამაშობთ ნარდს, დომინოს, ერთმანეთს ვუყვებით ამბებს. მთელ დღეს დღის ცენტრში ვატარებთ, ერთადერთი რაც გვაწუხებდა, ზამთარში სიცივე იყო, ახლა მოგვეხსნა ეს პრობლემა, გათბობა მთელ შენობაში გაკეთდა და ძალიან გახარებულები ვართ.

 

Share.

Comments are closed.