კომპანია „არ ემ ჯი“-ს საჩუქარი საბავშვო ბაღებს

0

10743503_666589280122484_1993098403_nკომპანია „არ ემ ჯი“ დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღებს  ფერადი ბუშტებითა და ტკბილეულით ესტუმრა. სტუმრების დასახვედრად    აღსაზრდელებმა შემოდგომის ზეიმი მოაწყვეს და ჩურჩხელები ამოავლეს. კომპანიამ დაბის ბაღს 60  საწოლი გადასცა, როგორც  მენეჯერი აღნიშნავს, საწოლები ძალიან სჭირდებოდათ და „არ ემ ჯი“-მ თავისი ინიციატივით შეუძინა.   პედაგოგებმა და აღსაზრდელებმა  კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს.

საჩუქრის გარეშე არც სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღი დარჩენილა. „არ ემ ჯი“ -მ  ფერადი კარადები, სკამები და პლაზმური ტელევიზორი გადასცა.

„კომპანია „არ ემ ჯი“  გვერდში უდგას ამ ბაღებს და რეგულარულად ეხმარება მათ. ამჯერად საჩუქრები იმის მიხედვით ჩამოვიტანეთ, კონკრეტულად რა სჭირდებოდათ. კაზრეთის ბაღში, რომელშიც 200-ზე მეტი ბავშვი დადის, საწოლების პრობლემა იყო, ამიტომ  საჩუქრად 60 საწოლი გადავეცით. რაც შეეხება ბალიჭის ბაღს, თხოვნა იყო, რომ  კარადები, ტელევიზორი და სკამები შეგვეძინა, რაც ასევე დიდი სიამოვნებით გავაკეთეთ. მინდა წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვო ორივე ბაღის მასწავლებლებს და აღსაზრდელებს“. – აღნიშნა კომპანია „არ ემ ჯი“ -ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნატალი ნოზაძემ.

აღნიშნულ ბაღებში სასწავლო პროცესი სარემონტო სამუშაოების გამო ჯერ არ განახლებულა. შეგახსენებთ, რომ დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის ბაღების რეაბილიტაცია პრიორიტეტად ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მიიჩნია. სარემონტო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხებით მიმდინარეობს.

10744886_666589390122473_1032930349_n 10748795_666589346789144_1454591911_n 10726710_666589303455815_1591711717_n

Share.

Comments are closed.