ვისი გადასაწყვეტია დირექტორების დანიშვნა საჯარო სკოლებში

0

downloadსაჯარო სკოლებში დირექტორების არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭომ ბოლნისის 12 საჯარო სკოლიდან დირექტორი მხოლოდ 6 სკოლაში აირჩია. რა ბედი ელით დანარჩენ სკოლებს და დირექტორობის იმ კანდიდატებს, რომელიც სამეურვეო საბჭომ არ აირჩია, ამ კითხვებით bolnisi.ge-მ  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ნატა ასათიანს მიმართა.– დირექტორის არჩევა-არ არჩევის საკითხი სამეურვეო საბჭოს უფლებაა. თუმცა, სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად, დირექტორის არ არჩევის, ან ვერ არჩევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია დირექტორად 6 წლის ვადით დანიშნოს დირექტორობის უფლების მქონე პირი, რაც სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა.

– ხომ არ მოხდება განმეორებითი არჩევნების დანიშვნა?

– თუ სკოლებში, სადაც სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენის მიზნით შექმნილმა კომისიამ არ წარადგინა კანდიდატი ასარჩევად, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

– მაგრამ თუ არ მოხდა განმეორებითი არჩევნები, როგორ დაინიშნებიან სკოლებში დირექტორები?

– კანონის თანახმად, სკოლის დირექტორი ხდება სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული ან მინისტრის მიერ დისკრეციული უფლებით დანიშნული პირი. ყველა შემთხვევაში, სკოლებში, სადაც სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენის მიზნით შექმნილმა კომისიამ არ წარადგინა კანდიდატი ასარჩევად, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

– რამდენი წლით მოხდება დირექტორად არჩევა და არის თუ არა შესაძლებელი დარჩნენ ისევ მოქმედი დირექტორები თანამდებობაზე?

– დირექტორი ინიშნება 6 წლის ვადით. თუმცა, თუ სკოლამ დირექტორი ვერ ან, არ აირჩია და სამინისტრომაც არ გამოიყენა დისკრეციული უფლება, შესაძლოა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დირექტორის მოვალეობა ძველმა დირექტორმა შეასრულოს.

– არჩევნებში მონაწილეობის უფლება რატომ არ მიეცათ სერტიფიცირებულ დირექტორებს?

– არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც ზემოაღნიშნული კომისიის წინაშე შესაბამისი კონპეტენცია ვერ დაადასტურეს. აღნიშნულ პირებს შესაძლებლობა აქვთ არჩევნებში განმეორებით მიიღონ მონაწილეობა იმ სკოლებში გამოცხადებულ კონკურსში, რომლებსაც კანდიდატი არ წარედგინათ. სავარაუდოდ, მომავალში კონკურსი 200-ზე მეტ სკოლაში გამოცხადდება.


Share.

Comments are closed.