ელიას მთაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსისკენ მისასვლელი გზის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება

0

561163_265688703545463_1050962302_nმომავალი წლიდან ელიას მთაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსისკენ მისასვლელი გზის მშენებლობა დაიწყება. წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესიაში წყლის შეყვანის სამუშაოები უკვე დასრულდა. ამჟამად  მიმდინარეობს ელექტრო ენერგიის მიწოდების პრობლემების მოგვარება.

„მუნიციპალიტეტმა 60 000 ლარი გამოყო ამ პრობლემის მოსაგვარებლად. 2000 ლარი დასჭირდება პროექტირებას. რაც შეეხება ელექტროენერგიის გადასახადს, მიმდინარეობს მოლაპარაკება „ენერგო-პროსთან“ და ჯერ საკითხი გადაწყვეტილი არ არის.“ – აღნიშნა bolnisi.ge-თან ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ გობეჯიშვილმა.


Share.

Comments are closed.