დაბა კაზრეთის რამდენიმე კორპუსს საკანალიზაციო კომუნიკაციები მოუწესრიგდება

0

downloadდიდი ხანია დაბა კაზრეთის რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფი ანტისანიტარიის კერაა. დაზიანებულია საკანალიზაციო კომუნიკაციები და ფეკალური მასებით ივსება სარდაფები. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად თანხა გამოყო და უახლოეს მომავალში ეს პრობლემა კაზრეთის მაცხოვრებლებს აღარ შეაწუხებთ.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა მოსახლეობას მოუგვაროს ეს პრობლემა, რისთვისაც 30 000 ლარია გამოყოფილი, პროექტისათვის კი 2000. ეს თანხა სავარაუდოდ ოთხ კორპუსს ეყოფა“. –აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ გობეჯიშვილმა.


Share.

Comments are closed.