დღეს, 4 ოქტომბერს ყურბან–ბაირამის დღესასწაული დაიწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი მუსლიმი მოქალაქეებისადმი მიმართვას ავრცელებს.
გოგი მეშველიანი: „ჩვენს მუსლიმ მოქალაქეებს, ვულოცავ ყურბან-ბაირამის დადგომას. რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სახელმწიფოს სიმდიდრეა. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სადაც კომპაქტურად არის დასახლებული აზერბაიჯანელი მოსახლეობა. განსაკუთრებულად მინდა მივულოცო თითეულ მათგანს ეს დღე, ვუსურვო კეთილდღეობა და მშვიდობა“.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
0
Share.