ბოლნისის თეატრი მაყურებელს კომედიური ჟანრის სპექტაკლის პრემიერაზე იწვევს

0

10578707_657749784339767_499059672_nმსუბუქი კომედია სიყვარულსა და გაუგებრობაზე – ბოლნისელ მაყურებელს ადგილობრივი დასის ხელმძღავნელი კარგ ხასიათზე დაყენებას პირდება.  ,,აივანი” – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა ზურაბ ხვედელიძემ ნინო მირზაშვილის ,,მეცეკვე ტანგოს” პიესის მიხედვით დადგა.   

„წინა ორი სპექტაკლი საკმაოდ მძიმე იყო, ფსიქოლოგიური იყო, ეხლა კი მაყურებელს ვთავაზობთ უფრო მსუბუქს, რომელიც არის სიყვარულზე, დაბნეულობაზე ცოტა გაუგებრობაზე. „აივანი” ადამიანებს გააღიმებს, გააცინებს და კარგ ხასიათზე დააყენებს. ” – აცხადებს ხვედელიძე.

პრემიერა ბოლნისის კულტურის სახლში 8 ოქტომბერს, 18:00 საათზე შედგება.


Share.

Comments are closed.