ბაღებში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული ორივე ტური დასრულდა

0

10748795_666589346789144_1454591911_nდაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის ბაღებში ვაკანტური სამუშაო ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული ორივე ტური დასრულდა. კანდიდატთა შესარჩევ ტურში მონაწილეობა  63-მა მსურველმა მიიღო, რომელთა შორისაც  10 საუკეთესო შეირჩა.

„შესარჩევი ტურები დასრულდა და ათი ადამიანი დასაქმდა. ათივე კაზრეთის მკვიდრია და მათ უკვე ეცნობათ ამის შესახებ. იმედი მაქვს ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საკმაოდ დიდი სამუშაო ჩავატარეთ იმისთვის, რომ თითოეული მონაწილის ფსიქოლოგიური მხარე დაგვენახა და ისე გაგვეკეთებინა არჩევანი.  აღსანიშნავია ისიც, რომ შერჩეულ კანდიდატებს სამთვიანი გამოსაცდელი ვადა ეძლევათ იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად ღირსეულები არიან. თითოეულ მათგანს ხომ ჩვენი მომავლის სიცოცხლეს ვანდობთ, ამიტომაც იყო ეს შესარჩევი კონკურსი ასეთი ფორმის. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს. რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიწყებენ ეს ადამიანები მუშაობას, ზუსტად არც ჩვენ ვიცით, რადგან ორივე ბაღში სარემონტო სამუშაოები ცოტა გაჭიანურდა. ვფიქრობ ნოემბრის შუა რიცხვებიდან დავიწყებთ სასწავლო პროცესს.“ –აღნიშნა bolnisi.ge-თან ა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმღვანელმა ლელა გოგმაჩაძემ.

Share.

Comments are closed.