„ამ ეტაპზე კომპანიას სხვა ალტერნატივა არ აქვს, რომ საწარმოში დასაქმებულ ადამიანებს გაუხანგრძლივდეთ სამუშაო პერიოდი” – არემჯი-მ საყდრისზე მედიატური მოაწყო

0

10726232_663611753753570_358695325_nსაყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე კომპანია არემჯი-ის ინიციატივით  ჟურნალისტებისთვის ტური მოეწყო. მედიის წარმომადგენლებმა ნახეს საყდრისის ბორცვი, რომელზეც ამჟამად სამთო-გეოლოგიური სამუშაოები არ მიმდინარეობს. დაათვალიერეს ტერიტორია, სადაც ხუთი მიწისქვეშა გვირაბია გათხრილი. გეოლოგებმა მედიის წარმომადგენლებს აუხსნეს და გააცნეს უბნების გეოლოგიური მნიშვნელობა და საკუთარი შეხედულებები. უბნები ნაპრალებად იკვეთება, არქეოლოგების ნაწილის აღნიშვნით, ამ 30 სანტიმეტრი სიგანის ნაპრალებიდან ხდებოდა ოქროს მოპოვება 5000 წლის წინ, რასაც გეოლოგები შეუძლებლად მიიჩნევენ, რადგან კვარციტის ქანები ძალიან მყარია და მისი დამუშავება-მოპოვება ქვის იარაღით შეუძლებელი იყო. ტერიტორიაზე არსებული გვირაბები 90-იან წლებშია გაყვანილი და როგორც მეცნიერების ერთი ჯგუფი ამტკიცებს, ის უძველესი არ არის. სამუშაოების დაწყების საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, როცა დაიდება საბოლოო დასკვნა მეცნიერების მხრიდან, არის თუ არა საყდრისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

„ტერიტორია ზონებად არის დაყოფილი, ნაპრალებით ხდება ყველა უბნის გადაკვეთა, არქეოლოგიური ძეგლი, რომელზეც ხმაურია ატეხილი 30 სანტიმეტრიანი სიგანის ნაპრალთა სისტემას წარმოადგენს. არქეოლოგების ნაწილი თვლის, რომ ოქროს მოიპოვებდნენ ლილიპუტი ადამიანები, ვინაიდან ამ ვიწრო ნაპრალებში შეუძლებელია ზრდასრული ადამიანის გადაადგილება და მათივე თვალსაზრისით, ისინი ანთებდნენ ცეცხლს, ახურებდნენ ქანებს და შემდეგ ასხამდნენ წყალს,  ასეთი წესით შლიდნენ ქანებს და მოიპოვებდნენ ოქროს. იმ ქვის იარაღებით, რაც მათ ჰქონდათ, აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ქანების დამუშავება. ჩვენ გვირაბის გაყვანის და სინჯების აღების დროს ფოლადის იარაღებს ვიყენებთ, ასევე ვაწარმოებთ ბურღვით და აფეთქებით სამუშაოებს. რაც შეეხება ოქროს მარაგს, დამუშავების შემთხვევაში 1 ტონა ქანის მოჭრის შედეგად 1 გრამ ოქროს მივიღებთ. კომპანიისთვის ეს კარგ შემცველობად ითვლება, ვინაიდან ჩვენი ტექნიკური საშუალებები გვაძლევს რენტაბელური დამუშავების საშუალებას“. –აღნიშნა გეოლოგმა დავით მელაშვილმა.

არჩილ კბილაშვილი, კომპანიის სამართლებრივი მრჩეველი:

– მინდა გაგაცნოთ ის ახალი სტრატეგია, რაც აქვს კომპანიას, კერძოდ: თუ საყდრისის ბორცვთან დაკავშირებით სადაოა არის თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ან არქეოლოგიური ობიექტი, დღეს ეს კომპანიისათვის საკამათო აღარ არის და შეიძლება ითქვას, რომ ეს ტერიტორია ნამდვილად არის არქეოლოგიური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი. მაგრამ იმისათვის, რომ გადაწყდეს აქ სამთამადნო საქმის წარმოება, აუცილებელია დადგინდეს ობიექტს გააჩნია თუ არა კულტურის ძეგლის სტატუსი, ამ მიზნით უახლოეს დროში ჩატარდება სრული არქეოლოგიური შესწავლა და იმ ანგარიშის საფუძველზე რომელიც დაიდება, კომპეტენტური ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას იმსახურებს თუ არა ეს ობიექტი ძეგლად აღზევებას. იმ შემთხვევაში, თუ ის ძეგლის სტატუსს მოიპოვებს, აქ სამთამადნო სამუშაოები არ განხორციელდება, ხოლო უარყოფის შემთხვევაში, კანონი დასაშვებად მიიჩნევს სამთამადნო საქმიანიობის განხორციელებას. ეს გახლავთ ახალი სტრატეგიის არსი, როდესაც ისეთი ნაბიჯები გადაიდგმება, რაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება.

თემურ ლიპარტია, მთავარი გეოლოგი:

– კომპანიის ინიციატივით ჟურნალისტებისთვის მოეწყო მედია ტური იმისათვის, რომ გვეჩვენებინა საყდრის-ყაჩაღიანის ტერიტორია, სადაც სამუშაოები არ მიმდინარეობს. ვაჩვენეთ ნაპრალთა სისტემა, რომლის შესწავლაც ხდება იმის დასადასტურებლად, მოიპოვებოდა თუ არა მრავალი წლის წინ ოქრო. გავაცანით გეოლოგიური თვალსაზრისით დადებული დასკვნა. არქეოლოგიური კვლევები კვლავ გრძელდება, ველოდებით საბოლოო შედეგს, რომელსაც მეცნიერები დადებენ, საქმე ეხება საშუალო ზომის საბადოს, ამ ეტაპზე კომპანიას სხვა ალტერნატივა არ აქვს, რომ საწარმოში დასაქმებულ ადამიანებს გაუხანგრძლივდეთ სამუშაო პერიოდი.

10711455_663612217086857_484686584_n 10728835_663611957086883_2000796337_n

10743527_663612110420201_84422706_n 10728983_663611063753639_166797650_n 10735923_663611150420297_1465956318_n 10726386_663610983753647_75957437_n (1) 10723456_663610800420332_862170415_n 10699280_663610863753659_1915272155_n


Share.

Comments are closed.