ათონის ქუჩაზე არსებული ჩიხის მდგომარეობა წლების მანძილზე მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ზედა ქუჩიდან წამოსული წვიმის ნიაღვრისაგან ჩახრამული გზით გადაადგილება შეუძლებელი იყო. როგორც აქ მცხოვრებნი აცხადებენ, ისინი სახლებამდე ტრანსპორტის მიყვანას და მოსავლის დაბინავებას ვერ ახერხებდნენ. აღნიშნული პრობლემით მათ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მიმართეს და საკრებულოს გადაწყვეტილებით დაჩქარებული წესით მოხდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, რომელსაც შპს „გზამშენი 2014“ ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1100 ლარი გამოიყო.
ათონის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
0
Share.