დასუფთავების საერთაშორისო დღეს ბოლნისიც გამოეხმაურა

0

dasuftaveba1„დავასუფთავოთ მსოფლიო! დავასუფთავოთ საქართველო“ – აქცია ამ სახელწოდებით  გარემოს დასუფთავების საერთაშორისო დღეებს მიეძღვნა. „დაბინძურებული გარემო საშიშროებას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. აიღეთ პასუხისმგებლობა, შეკრიბეთ თანამოაზრეები, შემოგვიერთდით და შეუქმენით საკუთარ შვილებს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების პირობები“. ამ დევიზის ქვეშ გაერთიანდნენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და ქალაქის ის ტერიტორიები დაასუფთავეს, სადაც კომუნალური მეურნეობის სამსახური ვერ აწარმოებს ნარჩენების გატანას. პროექტში „დავასუფთავოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ ჩაერთვნენ ბოლნისის №1 საჯარო სკოლაში არსებული კლუბის „;ეკოლოქის“ ბავშვები, მათ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად კულტურისა და დასვენების პარკი დაასუფთავეს.

„მსგავსი აქციებით ბავშვებს ეზრდებათ ცნობიერება, ისინი სწავლობენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, კლუბი „ეკოლოქი“, რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, ბავშვები პროექტის ფარგლებში ურთიერთობენ მოსახლეობასთან,  ცდილობენ ყველა მოქალაქემდე  მიიტანონ გზავნილი, რომ არ  დააბინძურონ ის ტერიტორია, სადაც უწევთ ცხოვრება. მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ უნდა იზრუნონ დედამიწის ეკოლოგიურ სისუფთავეზე. აქცია მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და ჩვენც შევუერთდით. მუნიციპალიტეტმა გადმოგვცა პოლიეთილენის პარკები, ხელთათმანები და მაისურები.“ – აღნიშნა კლასის დამრიგებელმა კარინა დევნოზაშვილმა.

დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე:

– აქციას „დავასუფთავოთ საქართველო“ ბოლნისიც შეუერთდა. მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ასუფთავებენ ქალაქის ტერიტორიებს, კერძოდ იმ ადგილებს, სადაც კომუნალური სამსახური ვერ ახერხებს ნარჩენების შეგროვება-გატანას. მნიშვნელოვანია ის, რომ აქციაში აქტიურ მონაწილეობას იღებს მოსწავლე-ახალგაზრდობა, მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ გარემოს დასუფთავებაში.

 

dasufTaveba2 dasufatveba3

 

 

 


Share.

Comments are closed.