სასაფლაოების მოვლა-პატრონობა „რიტუალური მომსახურების სააგენტო“-ს დაევალება

0

IMG_3925-1024x682ბოლნისის მუნიციპალური სასაფლაოების ინფრასტრუქტურის მოწყობის (სასაფლაოს შემოღობვის, ტერიტორიის დასუფთავების, ნაგვის ბუნკერების მონტაჟის, ნაგვის გატანის, წყალგაყვანილობისა და საზოგადოებრივი ტუალეტის მოწყობის, საფლავებთან მისასვლელი გზების კეთილმოწყობის) ასევე მწვანე ნარგავების გაშენების, სასაფლაოს გამწვანებისა და დეკორატიული ნარგავების დარგვის, გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების ორგანიზების, საფლავის მოვლის მიზნით გარდაცვლილის ნათესავებთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისა და საქორწილო, საბანკეტო და სხვა საწესჩვეულებო სუფრების ორგანიზებისა და სერვირების მიზნით, დაფუძნდა შპს „რიტუალური მომსახურების სააგენტო“, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს წესდებით გათვალისწინებულ მომსახურეობას. აღნიშნული სამსახურის შექმნას ბოლნისელთა უმრავლესობა დადებითად შეხვდა, რადგან წლების მანძილზე პრობლემა იყო  სასაფლაოს მოვლა-პატრონობა.

„რიტუალური მომსახურების სააგენტოს“ შექმნა განაპირობა წლების მანძილზე დაგროვილმა პრობლემამ, რომ ვერ ხდებოდა სასაფლაოების საფუძვლიანი მოვლა,  კოდექსის თანახმად სასაფლაოების მოვლა ევალება ადგილობრივ თვითმმართველობას. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიიღო გადაწყვეტილება შექმნილიყო ეს სამსახური, რაზეც საკრებულომაც მოგვცა თანხმობა. ახალი სამსახური ძირითადად ქალაქში არსებული სასაფლაოების მოვლას დაიწყებს. ორგანიზაციას უფლება აქვს ხელშეკრულება დაუდოს ნებისმიერ მოქალაქეს მისი ახლობლის საფლავის განსაკუთრებული მოვლისთვის, შესაბამისად, მომსახურება ფასიანი იქნება აქედან დამატებით შემოსავალსაც მიიღებენ, რათა თანამშრომლებს მისცენ ხელფასი. ხოლო რაც შეეხება ზოგადად მოვლას, შემოღობვას და ა.შ ეს მათი ვალია.

სავარაუდოდ განხილვის პროცესშია რიტუალების სახლის გადაცემა ამ ორგანიზაციისთვის, დამატებითი შემოსავალი კი შექმნის  სამუშაო ადგილებს.

ამ ეტაპზე ეყოლებათ დირექტორი, ბუღალტერი, ოთხი მომვლელი და ორი დარაჯი. სუბსიდია ჯერ არ არის გათვლილი ამ ორგანიზაციისათვის, მაგრამ უახლოეს დღეებში გადაწყდება ყველაფერი, შეიძლება დღესაც გახდეს ცნობილი ვინ იქნება დირექტორი.“ – აღნიშნა bolnisi.ge-თან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა მართვის განყოფილების უფროსმა მიხეილ კორძაძემ.


Share.

Comments are closed.