27-28 სექტემბერს ბოლნისის ძიუდოს დარბაზში VI საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება

0

загруженноеVI საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული საბა დადვანის ხსოვნას ეძღვნება. მასში 1998-99, 2000-2001-2002 წლებში დაბადებული ჭაბუკები იასპარეზებენ. გამარჯვებულები შესაბამისი მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

აღნიშნული ჩემპიონატი ძიუდოში ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით ეწყობა.


Share.

Comments are closed.