1-2 ოქტომბერს ბოლნისში დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ჩატარდება

0

10658644_747362331990734_8893539091353617679_oფესტივალი ტარდება ორგანიზაცია CAUCADOC-ის, ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ცენტრის“ და „ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ მხარდაჭერითა და პარტნიორობით.ფესტივალი ჩატარდება ბოლნისში მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში 1 ოქტომბერს 15.00 საათზე. დაბა კაზრეთის N2 სკოლაში 2 ოქტომბერს 15.00 საათზე. დასწრება თავისუფალია.

კინოფესტივალის ორგანიზატორია აიპ „ბოლნისის ენის სახლი”.

CAUCADOC ეს არის ორგანიზაცია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში დოკუმენტური კინოს განვითარებას უწყობს ხელს. დოკუმენტური ფილმების მეშვეობით CAUCADOC მხარს უჭერს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო აქტივობის გაზრდას. პროექტი ხორციელდება სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში 2012-2014 წწ. განმავლობაში.


Share.

Comments are closed.