წყლისა და კანალიზაციის სისტემების პროექტის მეოთხე ეტაპი იწყება

0

52fc633e0cf298a857ab7d84

ქალაქის  დარჩენილ ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემა მთლიანად შეიცვლება. მიწის გამოყენებისა და მშენებლობის ნებართვას მუნიციპალიტეტი კვირის ბოლომდე გასცემს. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავა“ სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს. როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება, პარალელურად განხორციელდება სანიაღვრე არხებისა და შიდა გზების კეთილმოწყობა. გრანდიოზული პროექტი, რომელიც ქალაქ ბოლნისში წყლისა და კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებს, 2007 წლიდან დაიწყო და სამ ეტაპად განხორციელდა.


Share.

Comments are closed.