შპს „რიტუალური მომსახურების სააგენტო“-ს დირექტორი დაინიშნა

0

загруженноеბოლნისელების  თხოვნით და მუნიციპალიტეტის გამგებლის მხარდაჭერით შეიქმნა „რიტუალო მომსახურების სააგენტო“. ამასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ თემურ ხელაძეს, რომელიც აღნიშნული სამსახურის დირექტორად დაინიშნა. იგი ბოლნისის მკვიდრია და კარგად იცნობს იმ პრობლემებს, რაც  სასაფლაოების ტერიტორიაზე არსებობს. როგორც მან გვიამბო, სარიტუალო მომსახურების დაქვემდებარებაში შევა მუნიციპალიტეტში არსებული სასაფლაოების  მოვლა-პატრონობა, დასუფთავება, საჭიროების შემთხვევაში ღობის შეკეთება და უპატრონოდ გაშვებული საქონლისგან ტერიტორიის დაცვა, რაც აქამდე არ კონტროლდებოდა. აღნიშნულ სამსახურში დასაქმდება 7 ადამიანი და ოქტომბრიდან შეუდგებიან მოვალეობის შესრულებას.

„რიტუალური მომსახურების სააგენტოს“ შექმნა განაპირობა წლების მანძილზე დაგროვილმა პრობლემამ, რომ ვერ ხდებოდა სასაფლაოების საფუძვლიანი მოვლა,  ახალი სამსახური ძირითადად ქალაქში არსებული სასაფლაოების მოვლას დაიწყებს. ორგანიზაციას უფლება აქვს ხელშეკრულება დაუდოს ნებისმიერ მოქალაქეს მისი ახლობლის საფლავის განსაკუთრებული მოვლისთვის, შესაბამისად, მომსახურება ფასიანი იქნება და დამატებით შემოსავალსაც მიიღებენ, რათა თანამშრომლებს მისცენ ხელფასი. ხოლო რაც შეეხება ზოგადად მოვლას, შემოღობვას და ა.შ,  ეს ჩვენი  ვალია.

ასევე განხილვის პროცესშია რიტუალების სახლის გადმოცემა ჩვენი სააგენტოსთვის.  დამატებითი შემოსავალი კი შექმნის  სამუშაო ადგილებს.

ამ ეტაპზე სააგენტოს ჰყავს დირექტორი, ბუღალტერი, ოთხი მომვლელი.  სააგენტოს შექმნისთვის ბოლნისელების სახელით მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალიტეტის გამგებელს” – აღნიშნა bolnisi.ge-თან შპს „რიტუალური მომსახურების სააგენტოს“ დირექტორმა თემურ ხელაძემ.


Share.

Comments are closed.