„ყოჩები” გალიდერდა!

0
lelo_0-cr-300x200ბოლნისის “ყოჩებმა” მესამე ტურის პირველ სათამაშო დღეს თბილისის “ლელო სარასენსსა” და რუსთავის “ხარებს” შორის ფრედ დასრულებული შეხვედრით ისარგებლა, ქუთაისის “აია” 30:14 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
“ყოჩებს” ტრავმების გამო სამი წამყვანი მორაგბე აკლდათ, მაგრამ ამას მათთვის ხელი არ შეუშლია, “აია” პრაქტიკულად ყველაკომპონენტში დაჩაგრეს, მოიგეს 11 საკუთარი 4 მეტოქის დერეფანი და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. 

მატჩის დებიუტში ქუთაისელები ხშირად თამაშობდნენ ფეხით და მეტოქის შეცდომას ელოდნენ, ხოლო “ყოჩები” ხაზის გაჭრას ცდილობდა. მასპინძელთა მცდელობებმა შედეგი მალევე გამოიღო და მე-2-ე წუთზე თემურ სოხაძეს 47 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ ორიდე წუთში 40 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა – 3:0. ქვემოქართლელებმა მალე ლელო გაიტანეს, როდესაც შავლეგ მახარაშვილის ფეხით გადაკიდებულს ლევან გოგოლაშვილი აყვა და ბურთი მეტოქეს ცხვირწინ ააცალა, მერე იერიშში მიხეილ არჩუაშვილი ჩართო, რომელმაც მარცხენა ალამთან ბურთი გიორგი ბეგაძე შეაყოლა, თუმცა, რეფერიმ წინ პასი დააფიქსირა.
“ყოჩებმა” საკუთარ სტილს არც ამის შემდეგ უღალატა, გუნდი ბურთის სწრაფად გაშლით ფლანგებზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა და მე-17-ე წუთზე გოგოლაშვილმა ითამაშა ფეხით, მას გიორგი აფციაურმა დაასწრო, მაგრამ მოიერიშის პრესინგის ქვეშ აუტში გადავიდა. 5-მეტრა დერეფანი რატი ურუშაძემ მოიგო, გუნდმა მოლით შეუტია და გიორგი ტყეშელიაძემ ლელო გაიტანა, ხოლო სოხაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ტაიმის შუაში თამაში გათანაბრდა, გაგა სინაურიძე დავით ხიდეშელს გაუსხლტა და ლელოში გიორგი ფრუიძე დაგეშა, ხოლო აფციაურმა გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა.
მაგრან შესვენებამდე მოვლენები ლოგიკურად განვითარდა. ბოლნისელები მეტოქეს ჯობდნენ დერეფანში, ხელით თამაშში, რაქების გაწმენდაში და სოხაძემ ჯარიმით ანგარიში 13:7 გახადა. აფციაურს 55 მეტრიდან ჯარიმა რომ გაუცუდდა, საკუთარ 22-ში “ყოჩებმა” აუტი სწრაფად გაითამაშა, შავლეგ მახარაშვილმა ფეხით გადაიკიდა და ბურთი მეტოქის ნადავლი გახდა, მაგრამ იქვე დაკარგა, მახარაშვილი თამაშს რომ არ გამოეთიშა, ბურთი აიტაცა და ძელებსშუამდე ირბინა. “აიას” კიდევ ერთ აცილებულ ჯარიმას მორიგი ლელო მოყვა. ამჯერად ფეხით მოკლეზე სოხაძემ გადაიკიდა, ბურთს თავადვე დაეუფლა და ორ მცველს შორის შესულმა ლელოში ირაკლი გეგენავა შეუშვა. სოხაძემ ორივე გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი 27:7 დასრულდა. 
მეორე ტაიმი ქუთაისელებმა ცოცხლად დაიწყეს და ლელოს გატანის შანსიც მალევე მიეცათ. ფრუიძემ ცრუმოძრაობებით სუფთად გაჭრა ხაზი და ჩათვლის მოედნამდე სულ ცოტა დააკლდა. იერიში მაინც გაგრძელდა და რატი გარუჩავა სინბინით დაისაჯა, მაგრამ “აიამ” ნაღდი 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩია. პირველ ჯერზე არაფერი გამოვიდა, თუმცა, მერე სტუმრებმა ორჯერ გადაკვეთეს ჩათვლის მოედნის ხაზი და პირველ ჯერზე რეფერიმ ლელო ვერ დააფიქსირა, მაგრამ მეორე ჯერზე გვერდით მსაჯთან კონსულტაციის შემდეგ ხელი აღმართა და სინაურიძემაც გარდასახვით სხვაობა შეამცირა. 
გარკვეული პერიოდი “ყოჩები” პრემიალურ ქულაზე თამაშობდა, მაგრამ ლელო რომ ვერ გაიტანა და დროც ცოტა რჩებოდა, სოხაძემ ჯარიმით ანგარიში 30:14 გახადა. დასკვნით 10 წუთში მასპინძლებს დაცვაში მოუწიათ თამაში და სინბინით ჯერ გაგა მაისურაძე დაისაჯა, მერე კი, დავით გრძელიშვილი, თუმცა, “აიას” ლელოს გასატანად დრო აღარ დარჩა და ბოლნისი უქულოდ დატოვა. “ყოჩებმა” აქტივს 4 ქულა შემატა, პირველ საფეხურზე აღზევდა და კვირის თავზე “თიბიეს უნივერსიტეტის” ძლევით ერთთვიან შესვენებაზე ლიდერის რანგში გასვლას ეცდება.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი 
III ტური 
30 აგვისტო
თბილისი. “ავჭალა”. 800 მაყურებელი
ლელო სარასენსი (თბილისი) – ხარები (რუსთავი) 22:22 (3:10)
თბილისი. “შევარდენი”. 200 მაყურებელი
არმია (თბილისი) – არმაზი (თბილისი) 12:9 (3:9)
31 აგვისტო
ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 150 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) – აია (ქუთაისი) 30:14 (27:7)
ყოჩები: 15. შ. მახარაშვილი, 14. გოგოლაშვილი, 13. ხარშილაძე (მელაძე 76), 12. გარუჩავა (გაბუნია 74), 11. გეგენავა, 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (ჯინჭარაძე 51), 2. ხიდეშელი (სვანიძე 66), 3. ხოსიტაშვილი (შენგელია 57), 4. არჩუაშვილი, 5. ურუშაძე (ილიაევი 79), 6. ნ. აფციაური (მაისურაძე 66), 7. ტყეშელიაძე, 8. კიკვიძე (გრძელიშვილი 47).
3 ლელო: ტყეშელიაძე, მახარაშვილი, გეგენავა 
3 გარდასახვა: სოხაძე
3 ჯარიმა: სოხაძე
3 სინბინი: გარუჩავა (47), მაისურაძე (79), გრძელიშვილი (80)
აია: 15. გ. აფციაური, 14. ბ. ტორაძე, 13. ფრუიძე, 12. კიკვაძე, 11. აბრამიძე, 10. სინაურიძე, 9. თუთბერიძე; 1. რატიაშვილი, 2. მატკავა, 3. გ. ტორაძე’უფრ (გ. ტორაძე’უმც 51), 4. მარშანია, 5. (დ. ლოსაბერიძე 51), 5. ჩიტეიშვილი, 6. შაშიაშვილი, 7. შალამბერიძე, 8. ყურაშვილი.
2 ლელო: ფრუიძე, ლოსაბერიძე 
2 გარდასახვა: აფციაური, სინაურიძე
რეფერი: ტრაპაიძე 
კიდეებზე: თევზაძე, აბულაშვილი
თბილისი. “შევარდენი”. 600 მაყურებელი
თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) – ბათუმი (ბათუმი) 9:23 (6:10)
თბილისი. “შევარდენი”. 
ლოკომოტივი (თბილისი) – ჯიქები (თბილისი) 16:3
1. ყოჩები  3  3  0  0  63-30  12
2. ხარები   3  2  1  0  92-47  11
3.ლელო სარ. 3  2  1  0  66-41  10
4. არმია  3  2  0  1  40-68  8
5. ლოკომოტივი  2  1  0  1  38-29  5
6. ჯიქები  3  1  0  2  21-37  5
7. აია  3  1  0  2  55-71  5
8. ბათუმი  3  1  0  2  38-54  4
9. თიბიეს უნივ. 3  0  0  3  51-73  2
10. არმაზი  2  0  0  2  25-39  1 
მომდევნო ტური. 6-7 სექტემბერი
ყოჩები – თიბიეს უნივერსიტეტი, აია – ლოკომოტივი, ჯიქები – არმია, არმაზი – ლელო სარასენსი, ხარები – ბათუმი 

Share.

Comments are closed.