ტურნირი მინი ფეხბურთში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

0

3ტურნირის გახსნას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაკარგული ახალგაზრდების მშობლები და ბოლნისის საზოგადოება ესწრებოდა. მინი ფეხბურთი ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და მასში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციების, სოფლებისა და უბნების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული 16 გუნდი ითამაშებს. ტურნირი „ტაფნის საპარაშუტესა“ და რატევნის გუნდების თამაშით გაიხსნა.

აღნიშნული ჩემპიონატის ფარგლებში თამაშები 10 ოქტომბერს ფინალური შეხვედრით დასრულდება. გამარჯვებული გუნდები შესაბამისი მედლებით, დიპლომებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.  საუკეთესო მოთამაშეებისთვის კი დაწესდება სხვადასხვა საპრიზო ადგილები და საჩუქრები.

მინი ფეხბურთჲს ტურნირი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ინიციატივით ტარდება, რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაკარგული და დაღუპული ბოლნისელი ახალგაზრდების ხსოვნას ეძღვნება.

ბოლნელი  მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი:

– დღეს ძალზედ ღირსშესანიშნავი  ღონისძიება ეწყობა ბოლნისში, რომელიც ეძღვნება სამშობლოსათვის თავდადებულების ხსოვნას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ მათ მაგალითზე უნდა იზრდებოდეს ჩვენი ახალგაზრდობა და ნებისმიერი სახით მათი სახელის, მათი ღვაწლის წინ წამოწევა უდაოდ მნიშვნელოვანია. ამ ტურნირით ხელი ეწყობა ახალგაზრდების ჩართულობას ჯანსაღ ცხოვრებაში,  ამ რთულ დროში ისინი მეტნაკლებად დაკავებული და დაცული იქნებიან ყოველი საცდურისაგან.  ღმერთმა დალოცოს ტურნირის ყველა მონაწილე.

გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

– დღეს გახსნილი ტურნირი ტარდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ინიციატივით. ამ ტურნირით საშუალება ეძლევათ ახალგაზრდებს გამოავლინონ  სპორტული შესაძლებლობები და ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია,  ომში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირების გახსენება, რამდენადაც ამ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე შესწირეს  სამშობლოს და ჩვენი ვალია  მათი სახელები უკვდავვყოთ.

10710242_792680517459736_4370447708719236975_o

1 2 4 5


Share.

Comments are closed.