სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პირველი ეტაპი სრულდება

0

DSC_0260ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ყველა ობიექტზე დასრულდა. სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით გამოყოფილი მილიონ ორასი ათასი ლარიდან მიღებული ეკონომიით სოფლებში დამატებითი სამუშაოები განხორციელდება.

„2014 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ბოლნისის მუნიციპალიტეტში წარმატებით განვახორციელეთ. 53 ობიექტიდან 45-მა უკვე გაიარა ექსპერტიზა, სამუშაოებზე გამოცხადებულმა ღია კონკურსებმა ეკონომია მოგვცა. დარჩენილი ორას სამოცდაცხრამეტი ათასი ლარით სოფლებში სხვა სამუშაოები დაიწყება“. – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.

BOLNISI.GE მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის და ლინკის მითითებით 


Share.

Comments are closed.