22 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ტრანსსასაზღვრო ღირებულებათა გაცნობის მიზნით მოწყობილი ტურის ფარგლებში ახალქალაქში იმყოფებოდნენ. გაეცნენ კარტოფილის წარმოებაში ჩართულ ყველა აქტივობას, სათესლე მასალების მიმწოდებლებს, მექანიზაციის ცენტრებს, სადემონსტრაციო ნაკვეთებს და დაათვალიერეს, როგორ მუშაობს კარტოფილის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვი. მონაწილეები ახალქალაქის შემდგომ სომხეთის ქალაქ გიუმრს ესტუმრნენ, სადაც ტურის შემაჯამებელი შეხვედრები შედგა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურიდან წასულები იყვნენ სამსახურის უფროსი თეიმურაზ ბაკურაძე და უფროსი სპეციალისტი დიმიტრი მიშელაძე.
„პირველი შეხვედრა ახალქალაქში შედგა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სომხეთისა და საქართველოს მოსაზღვრე რეგიონების ფერმერებმა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებმა. ახალქალაქში მოვინახულეთ სადემონსტრაციო ნაკვეთები, მექანიზაციის ცენტრები, ვნახეთ როგორ მუშაობს კარტოფილის წარმოება და ა.შ. შემდომ სომეხ ფერმერებთან ერთად ვესტუმრეთ სომხეთის ქ.გიუმრს, სადაც გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი, მომავალში კვლავ გავაგრძელებთ ერთობლივი ძალებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლას“. –აღნიშნა bolnisi.ge-თან ბოლნისის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა დიმიტრი მიშელაძემ.