საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელი საჩუქრად კომპიუტერს მიიღებს

0

10639553_865853546765725_3929578015572671256_n2014-2015 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო ყველა პირველკლასელს გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე ნეთბუქებს საჩუქრად გადასცემს. მაღალი ხარისხის კომპიუტერებს მიიღებენ დაწყებითი კლასის დამრიგებლებიც.

სასწავლო პროცესში კომპიუტერების მიზანმიმართული ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დაწყებითი კლასის მასწავლებლების ტრენინგებსაც ახორციელებს.


Share.

Comments are closed.