სადეზინფექციო სამუშაოები ბოლნისის სკოლებშიც ჩატარდება

0

2666სასკოლო პროცესის დაწყებამდე საქართველოს მასშტაბით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად სკოლისა და ბაღის ადმინისტრაციას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრებს სპეციალურად შედგენილი შეტყობინებები და მითითებები დაეგზავნათ  როგორ უნდა მოხდეს   საკლასო ოთახების და სველი წერტილების  დასუფთავება. ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მოწოდებას ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი გამოეხმაურა, აქციაში მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლები ჩაერთვნენ.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტიდან შემოვიდა შეტყობინება ეპიდემიურ დაავადებებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. მიღებული ინფორმაციები კერძო და საჯარო სკოლებს დავუზგავნეთ,  მიმდინარეობს სველი წერტილების და საკლასო ოთახების დამუშავება“. – აღნიშნა ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ირმა კოპალიანმა.

სადეზინფექციო სამუშაოები ბოლნისის საბავშვო ბაღებში მაისის თვიდან ტარდება, ყოველდღიურად სპეციალური ხსნარით იწმინდება სამზარეულოს მაგიდები, ხორცის საჭრელი დაფები, ხორცის საკეპი მანქანები, დანები (გამოყენების მიხედვით), კარის სახელურები, საპირფარეშოები, ნაგვის ურნები, ხოლო კვირაში ერთხელ ოთახებში გენერალური დეზინფექცია ტარდება. სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე კი საბავშვო ბაღებში  ოთახები სველი წესით დამუშავდა.


Share.

Comments are closed.