ბოლნისის მურმან ჯაფარიძის სახელობის ძიუდოს დარბაზში 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული საბა დადვანის სახელობის ტურნირი დაიწყო. გახსნას ბოლნისის საკრებულოს თავჯდომარე და გამგებლის პირველი მოადგილე დაესწრნენ. საერთაშორისო ტურნირს ბოლნისი მეექვსედ მასპინძლობს. ჩემპიონატში ორ ასაკს შორის 1998-99, 2000-2001-2002 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ. დღეს ტურნირი ცხრა წონით კატეგორიაში ჩატარდა. საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ორ დღიანია და მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი იღებს. გამარჯვებულები შესაბამისი სიგელებით, მედლებით და თასით დაჯილდოვდება. საბა დადვანის სახელობის თასი გადაეცემა 66 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებულ ძიუდოისტს.
საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში დაიწყო
0
Share.