ბოლნისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დიდი სისწრაფით მიმავალი მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რატევანი-ფარიზის მიმართულებით მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ორივე ტრანსპორტი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს, მოხდება მძღოლის მიერ ზარალის ანაზღაურება და დაზიანებული ტრანსპორტის შეკეთება.