როგორ მივიღოთ უფასო პროფესიული განათლება

0

1301002475_it20cantrshi_16.039 კლასის განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს, ასაკის შეუზღუდავად, შესაძლებლობა აქვს უფასოდ დაეუფლოს ახალ პროფესიას ან არსებული ცოდნა გაიღრმავოს. უკვე 1 წელია საქართველოში მოქმედ 34 სასწავლებელში 150-მდე საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა უფასო გახდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უკვე დაფინანსდა 12 000-მდე პროფესიული სტუდენტი. უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი და გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მსხვილ დამსაქმებლებთან, ასევე, მიმდინარეობს პროფესიული სასწავლებლებისა და სახელოსნოების რეაბილიტაცია და თანამედროვე ინვენტარით აღჟურვა. 
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულოდ და საშემოდგომოდ ხდება; რეგისტრაციის დაწყების თარიღი და პროგრამების ნუსხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად ცხადდება.


Share.

Comments are closed.