როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ქართველი პედაგოგები მიუნჰენიდან

0

10517300_269826586555164_9130002997924257819_oპედაგოგების ორკვირიანი ვიზიტი გერმანიაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და გოეთეს ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული.  სტაჟირებაზე საქართველოს მასშტაბით  შერჩეულ თექვსმეტ პედაგოგს შორის   ბოლნისელი მადონა ლომსაძეც იყო. მასწავლებლებმა სპეციალური  გადამზადების  კურსი გაიარეს, გაეცნენ თანამედროვე მიდგომებს და მიმართულებებს. მადონა ლომსაძემ შთაბეჭდილებები bolnisi.ge-ს გაუზიარა:

,, ჩემი , როგორც პედაგოგის კვალიფიკაცია ბევრად გაიზარდა,  გავეცანი იმ  მეთოდებს და მიდგომებს , რაც გერმანიის სკოლებშია დანერგილი და რომელიც მოსწავლეებში ავითარებს შემოქმედებით, კრიტიკულ და  ანალიტიკურ უნარებს,  მოსწავლეებს უვითარდებათ ყველა ის უნარ -ჩვევა, რომელიც 21-ე საუკუნის ადამიანისთვისაა საჭირო. დარწმუნებული ვარ , რომ ჩემი მოსწავლეებისთვის გერმანული ენის გაკვეთილები საინტერესო იქნება და მათი მოტივაციაც  სწავლისადმი ამაღლდება, მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში და ღონისძიებაში.

დიდი სიამოვნებით გავუზიარებ კოლეგებს ჩემს  ცოდნას და გამოცდილებას.

მინდა ასევე გულისტკივილით აღვნიშნო, რომ  სკოლებში გერმანული ენისადმი ინტერესმა იკლო.   იმედი მაქვს მომავალში ეს მდგომარეობა გამოსწორდება, ჩვენს ქალაქს გერმანიასთან და გერმანელებთან ხომ დიდი ისტორია აკავშირებს. დღეს ბევრი ბოლნისელი ახალგაზრდა ცდილობს სწავლის გაგრძელებას გერმანიაში, რაც მე ძალიან მახარებს.’’


Share.

Comments are closed.