რა სიახლეებით შეხვდა ახალ სასწავლო წელს სკოლა „დავითიანი“

0

10704783_726874714029045_38085192_nახალი სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად, ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანში“ ტაოპრივატ ბანკისა და განათლების სამინისტროს ინიციატივით ბიზნეს სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება, სადაც 10-დან 15 წლამდე ასაკის 35 ბავშვი ჩაერთო. ისინი სპეციალური კურსის დამთავრების შემდეგ მიიღებენ შესაბამის დიპლომებს. 5 წლის ასაკის ბავშვებისთვის გაიხსნა მოსამზადებელი ჯგუფი. გარდა ამისა  X-XI-XII კლასებში დაემატა უნარების საგანი. მშობლების მოთხოვნით  „დავითიანის“ მოსწავლეები I კლასიდან მეორე უცხო ენად რუსულს შეისწავლიან.  არაქართველი მოსწავლეები კი დაწყებით საფეხურზე სწავლებას სპეციალური მოსამზადებელი კურსით გაივლიან. სკოლაში ასევე გაიხსნა საატესტატო–სააბიტურიენტო ჯგუფები.

„პირველ რიგში მინდა ყველა სკოლას, მასწავლებელსა და მოსწავლეს მივულოცო სასწავლო პროცესის განახლება და ვუსურვო წარმატებები. რაც შეეხება ჩვენს სკოლას, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად მრავალი სიახლე გვაქვს.  გავხსენით სხვადასხვა საინტერესო მოსამზადებელი ჯგუფები, რომლებიც სწავლებას გაივლიან შესაბამისი კურსითა და პროგრამით, დამამთავრებელ კლასებში დავამატეთ უნარების საგანი, პირველ კლასში კი რუსული ენა. მინდა აღვნიშნო, რომ გასული სასწავლო წელი ჩვენი სკოლისთვის წარმატებული იყო. 10 აბიტურიენტიდან ათივე სტუდენტია.  აქედან ხუთი გრანტოსანია.  თქვენი გაზეთის საშუალებით მათ კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე.“– აღნიშნა ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანის“ დირექტორმა მარინა გორშკოვამ.

სკოლა „დავითიანში“ ამ ეტაპზე 127 მოსწავლე ირიცხება. აქედან 10 პირველკლასელია. გასული სასწავლო წელი ათმა მოსწავლემ დაამთავრა წარმატებით და ათივე ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში, აქედან ორმა 100%-იანი, სამმა კი 50% გრანტი მოიპოვა.


Share.

Comments are closed.