მუნიციპალიტეტში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ახალი სამსახური იზრუნებს

0

post-68-1322316274ბოლნისის მუნიციპალური საფეხბურთო სტადიონების და სპორტული მოედნების მოწყობის, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის, სპორტული ღინისძიებების შემუშავება-ორგანიზებისა და სხვადასხვა ჩემპიონატებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობის მიზნით, დაფუძნდა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი „ბოლნისის მუნიციპალური სტადიონებისა და სპორტული მოედნების მართვის სამსახური“.

„აღნიშნული სამსახური ბოლნისში არსებული სტადიონებისა და სპორტული მოედნების მოვლის მიზნით შეიქმნა, რომელიც მანამდე „სიონის“ ბაზაზე იყო, ხოლო ახლა ცალკე სამსახურად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ეყოლება უფროსი, ბუღალტერი და „სიონიდან“ გადმოვა 12 თანამშრომელი თავისივე დაფინანსებით. ამ ეტაპზე დამატებით თანხებზე არაა საუბარი, მომავალი წლიდან კი შეიძლება დაემატოს როგორც შტატები, ისე თანხაც. როგორც ზემოთ აღვნიშნე ახალი სამსახური მოვლა-პატრონობას გაუწევს ბოლნისში არსებულ ყველა სტადიონს,  საკმაოდ დიდი თანხებია მათი მშენებლობისთვის დახარჯული და საჭიროებს მოვლას.“ –აღნიშნა bolnisi.ge-თან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა მართვის განყოფილების უფროსმა მიხეილ კორძაძემ.

Share.

Comments are closed.